FBI-მ ლეონარდო დიკაპრიო და კიმ კარდაშიანი თაღლითობის საქმეზე დაჰკითხა

კარდაშიანი- დიკპარიო

FBI-მ ლეონარდო დიკაპრიო და კიმ კარდაშიანი თაღლითობის საქმეზე დაჰკითხა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მრავალმილიონიანი თაღლითობის საქმეში  ჰიპ-ჰოპ ჯგუფის რეპერი პრასი და ბიზნესმენი ჯო ლოუ მონაწილეობდნენ. ამ უკანასკნელს ბრალი ედება მალაიზიის სუვერენული სიმდიდრის ფონდიდან 1MDB მილიარდობით დოლარის გაფლანგვის ორგანიზებაში. სამართალდამცველებს მსახიობთან საუბარი ჯერ კიდევ 2018 წელს ჰქონდათ, თუმცა დეტალები Bloomberg-ისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

დაზვერვის დოკუმენტებზე დაყრდნობით, გამოცემა იუწყება, რომ FBI დაინტერესებული იყო დიკაპრიოს საქველმოქმედო საქმიანობით, მისი პროდიუსერული კომპანია Appian Way-ით და ლოუსთან მჭიდრო მეგობრობით. დიკაპრიომ აღნიშნა, რომ ლოუ 2010 წელს, ღამის კლუბში გაიცნო. მას შემდეგ მეწარმემ, რომელსაც ლეონარდომ „ბიზნესის მოცარტი“ უწოდა, არაერთხელ აჩუქა მსახიობს ძვირად ღირებული საჩუქრები, მასთან ერთად მთელ მსოფლიოში მოაწყო წვეულებები და ასევე დააფინანსა მისი 2013 წლის ფილმი „უოლ სტრიტის მგელი“. მეტიც, გამოცემის ცნობით, ფილმისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი უკანონოდ იქნა მოპოვებული.

კიმ კარდაშიანი FBI-მ 2019 წელს გამოჰკითხა. სატელევიზიო ვარსკვლავმა აგენტებს უთხრა, რომ ლოუ ლას ვეგასში გაიცნო. ბიზნესმენმა მას ძვირად ღირებული საჩუქრებიც გადასცა, მაგალითად: მან გადაიხადა 100 000 დოლარის ღირებულების ფოიერვერკი მისი ქორწილისთვის კალათბურთელ კრის ჰამფრისთან. მოგვიანებით შესთავაზა მას და კანიე უესტს, ჟან-მიშელ ბასკიას ნახატი ეჩუქებინა და ერთხელ, კაზინოში აზარტული თამაშების ჩიპები აჩუქა. 350 ათასი დოლარის მოგების შემდეგ კიმს სურდა "ვალის" დაბრუნება, მაგრამ ლოუმ უარი უთხრა და ბოლოს, კარდაშიანებმა მოგება ნაგვის ტომარაში დაკეცილი პატარა კუპიურებით გასცეს. 2019 წელს პრასსა და ლოუსს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ბრალი წაუყენა ფედერალურ შეთქმულებაში და ფულის გათეთრებაში. 

✕