1752349956
ევროპულმა ავიაკომპანიამ 5 ათასზე მეტი ფრენა გააუქმა - რა არის მიზეზი

ფინური ავიაკომპანია Finnair , ფინეთის მთავრობის წინააღმდეგ პროფკავშირების გაფიცვის გამო, დაახლოებით 550 ფრენას აუქმებს. აღნიშნული ფრენები პირველ და ორ თებერვალს იყო დაგეგმილი. ამის შესახებ Reuters წერს.
„პოლიტიკური გაფიცვა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჰელსინკის აეროპორტის მუშაობასა და Finnair-ის ფრენებზე“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
Finnair ფრენებს დღეიდან აუქმებს და მომხმარებელს ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებენ.
ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში, ფინეთის პროფკავშირები აპროტესტებენ მთავრობის გეგმას, რომ უპირატესობა მიანიჭოს ადგილობრივ შრომით შეთანხმებებს, შეზღუდოს პოლიტიკური გაფიცვები და გააადვილოს შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა.
ასევე ნახეთ:
„რატომ არ დგას თქვენი შვილი სცენაზე“ - ქრისტინე იმედაძის შვილის ნამღერმა სოციალური ქსელი დაიპყრო
„არ გაუშვათ შანსი ხელიდან“ - 2024 წლის მნიშვნელოვანი თარიღები