მტკვარში გადავარდნილი მანქანის მგზავრებს, ამ დრომდე ეძებენ - პოლიციამ 23 წლის ბიჭი დააკავა
1747228693
„ევროპარლამენტმა პერსონალს სოციალური მედიის აპლიკაციის TikTok- ის გამოყენება აუკრძალა და ევროპარლამენტარებსა და სხვა თანამშრომლებს რეკომენდაცია მისცა, აღნიშნული აპლიკაცია თავიანთი ტელეფონებიდანაც წაშალონ“ - ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და გენერალურმა მდივანმა ალესანდრო ჩიოჩეტიმ პარლაენტის დაახლოებით 8000 თანამშრომელს განუცხადეს, რომ TikTok-ი კორპორატიული მოწყობილობებიდან 20 მარტამდე უნდა წაშალონ.
ამასთან, Politico-ს ცნობით, გაიცა მკაცრის რეკომენდაცია, რომ ევროპარლამენტარებმა, მათმა თანამშრომლებმა და აკრედიტებულმა თანაშემწეებმა Tiktok-ი პირადი მოწყობილობებიდანაც წაშალონ.
„სოციალური მედიის პლატფორმის, TikTok- ის გამოყენებაზე კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება წამოიჭრა. კერძოდ, მესამე პირების მიერ მონაცემთა დაცვისა და მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პარლამენტის ელექტრონულ წერილში, რომელიც თანამშრომლებს გაუგზავნეს.