ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ 6 პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირი

ევროკავშირმა „ჰამასთან“ დაკავშირებულ 6 პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

როგორც მედია წერს, მათ აქტივები გაეყინათ და მოგზაურობაზე აკრძალვები დაუწესდათ.

ევროკავშირმა „ჰამასის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას სუდანში დაფუძნებული ფინანსისტი აბდელბასით ჰამზა ელჰასან მოჰამედ ხაირი, ნაბილ ჩუმანი, ხალედ ჩუმანი, „ჰამასის“ ერთ-ერთი მთავარი ფინანსისტი რიდა ალი ხამისი, „ჰამასის“ უფროსი ოპერატორი მუსა დუდინი და ალჟირში დაფუძნებული ფინანსისტი აიმან აჰმედ ალ დუვაიკი დაამატა.

სანქციების დაწესების მიზეზად იარაღით ვაჭრობა, ისრაელის უსაფრთხოების, ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა დასახელდა.

✕