1747516646
ევროკავშირის ლიდერები კიევში ჩავიდნენ

ევროკავშირის ლიდერები კიევში ჩავიდნენ. ევროკომისიის ახლად დამტკიცებული შემადგენლობა საკუთარი მანდატის პირველივე საათებში, უკრაინის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფებიან.
კიევშია ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი ანტონიუ კოშტა, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი.
"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები ვოლოდიმირ ზელენსკისთან, უმაღლესი რადას დეპუტატებთან, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.