დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებებია - დეტალურად
1762580006
ევა კაილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ციხეში არასათანადო პირობებში იმყოფება. მათი ინფორმაციით, ევროპარლამენტარს დაკავების შემდეგ თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან შეხვედრის საშუალება მხოლოდ ორჯერ მიეცა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გარდა ამისა, ადვოკატების თქმით, ევა კაილის 16 საათის განმავლობაში სიცივეში მოუწია ყოფნა. მას უარი განუცხადეს მეორე საბანზე, ასევე არ მიეცა სრულფასოვანი ძილისა და დაბანის საშუალება.
ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებით, ეს ფაქტები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.