ესპანეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

წყალდიდობის შედეგად ესპანეთში სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან, 4600-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა და გადარჩენა შეძლეს.

ამ დროის მონაცემებით მასშტაბურმა წყალდიდობამ 211 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან 208 ადამიანი ვალენსიაში დაიღუპა.