ერდოღანი სტიქიის ზონაში ჩავიდა

erdogani

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს ჩავიდა და ბრიფინგი გამართა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ერდოღანის განცხადებით, იყო გარკვეული პრობლემები თავდაპირველად იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მასობრივი მიწისძვრების დროს, რომელიც თავს დაარტყა სამხრეთ თურქეთს, მაგრამ როგორც ერდოღანმა თქვა, ოპერაციები ახლა ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 8,574-მდე გაიზარდა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კაჰრამანმარასის პროვინციაში, მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს, სასწრაფოს მუდმივი სირენების ფონზე, ერდოღანმა თქვა, რომ პრობლემები იყო გზებსა და აეროპორტებში, მაგრამ ყველაფერი დღითიდღე გაუმჯობესდება.

მან ასევე თქვა, რომ მოქალაქეებმა ყურადღება არ უნდა მოაქციონ „პროვოკატორებს“, რადგან ათასობით ადამიანი საუბრობს, რომ არის რესურსების ნაკლებობა და ოფიციალური პირების ნელი რეაგირება. 

✕