დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს უთხრა, რომ მისთვის ევროპის ტელეფონის ნომერი უნგრეთია - ტიერი ბრეტონი

ტიერი ბრეტონი

შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილმა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა FranceInfo-ს ეთერში განაცხადა, რომ ის ესაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელმაც უთხრა, რომ დონალდ ტრამპისთვის ევროპის ტელეფონის ნომერი უნგრეთია.

„მე შევხვდი ვიქტორ ორბანს და მან მე გარკვევით მითხრა: „დონალდ ტრამპმა მე მითხრა, რომ მისთვის ევროპის ტელეფონის ნომერი უნგრეთია, ბუდაპეშტია, ვიქტორ ორბანის ოფისია“, - აღნიშნა ბრეტონმა.

ყოფილმა კომისარმა გაიხსენა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ბოლო საუბარი, სადაც მან თავი წარმოადგინა, როგორც აშშ-ის არჩეული 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარი ევროპელი თანამოსაუბრე. ბრეტონი თვლის, რომ ევროკავშირი უკეთესად უნდა მომზადებულიყო ტრამპის დაბრუნებისთვის. ვიქტორ ორბანი კი შეიძლება გახდეს ტრამპის საკონტაქტო პირი ევროპაში, - განაცხადა ბრეტონმა.