დონალდ ტრამპი ნიუ იორკში UFC-ის შეხვედრას ილონ მასკთან ერთად დაესწრო

მასკი ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ იორკში UFC-ის ბრძოლას მილიარდერ მეგობართან, ილონ მასკთან ერთად დაესწრო.

ტრამპი UFC-ის კომენტატორს, ჯო როგანს და აღმასრულებელ დირექტორს, დანა უაითს მიესალმა, შემდეგ კი ილონ მასკის გვერდით დაჯდა.

ტრამპი და მასკი ჯონ ჯონსისა და სტიპ მიოჩიჩის ორთაბრძოლას დაესწრნენ.