ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
1762967493
მოსკოვი ხედავს, რომ ევროპა რუსეთთან ომისთვის ემზადება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტების ზრდა მათი ეკონომიკის ზედმეტად დაძაბვას და საშუალოვადიან პერსპექტივაში უფრო მძიმე შედეგებს იწვევს.
კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთს ყოველთვის ესმოდა, რომ არსებობს ომის საფრთხე და საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომები მიიღო.
„მართლაც, ევროპის ქვეყნებში ძალიან ძლიერი პრომილიტარისტული განწყობებია“, – თქვა პესკოვმა.
ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი ძალიან ძლიერად უპასუხებდა ევროპის მილიტარიზაციას.