„გააკეთეთ ეს 12 აგვისტომდე, აიღეთ გამხმარი დაფნის ფოთოლი...“ - თამუნა იოსელიანი
1786293293
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის დასრულების ისეთ გეგმას არ დაუჭერს მხარს, რომელიც არ იქნება ხელსაყრელი უკრაინისთვის.
„ზუსტად რაც ვიცი დონალდ ტრამპის შესახებ, არის ის, რომ მას არ მოსწონს დამარცხებულები და არ სურს წაგება, მას სურს, მიიღოს სწორი გარიგება ამერიკელი ხალხისთვის და იცის, რა არის სწორი გარიგება ამერიკელი ხალხისთვის – ეს არის მშვიდობა ევროპაში. გრძელვადიანი მშვიდობა“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ანალოგიური პოზიცია გამოთქვა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმაც, რომელიც იმედოვნებს, რომ ტრამპი არ დაუშვებს, ომი რუსეთმა მოიგოს.