დანიის დედოფალმა 4 შვილიშვილს სამეფო ტიტულები ჩამოართვა - რა გახდა მიზეზი

queen

დანიის დედოფალმა მარგრეტე მეორემ რვა შვილიშვილიდან ოთხს სამეფო ტიტული ჩამოართვა.

ამის შესახებ The Guardian სამეფო სახლზე დაყრდნობით იუწყება.

ოფიციალური მიზეზით, დედოფალის სურვილია, რომ მისი უმცროსი ვაჟის, პრინცი იოაკიმის ოთხმა შვილმა ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ.

"2023 წლის 1 იანვრიდან პრინც იოაკიმის შვილები მხოლოდ მონპეზატის გრაფისა და გრაფინიას ტიტულების გამოყენებას შეძლებენ, ხოლო დანიის პრინცისა და პრინცესას ტიტულებით კი ვეღარ ისარგებლებენ," - ნათქვამია სამეფო სასახლის განცხადებაში.

გარდა ამისა, დანიური მედია პრინცი იოაკიმის მეუღლის გრაფინია ალექსანდრას განცხადებასაც ავრცელებს. მისი თქმით, "შოკირებულია" ამ გადაწყვეტილებით.

"ეს ამბავი მოულოდნელი იყო. ბავშვები თავს გარიყულად გრძნობენ," - განუცხადა გრაფინია ალექსანდრამ.

53 წლის პრინც იოაკიმს ორი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს: ნიკოლაი, ფელიქსი, ჰენრიკი და ათენა.