1752349956
დაიღუპნენ 15 და 16 წლის მოზარდები, რომლებიც სამხრეთ ბრისტოლში, ცივი იარაღით დაჭრეს

სამხრეთ ბრისტოლში, ცივი იარაღით დაჭრილი 15 და 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ. თავდასხმა მოზარდებზე შაბათს მოხდა. ორივე მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მოზარდებს სასიკვდილო ჭრილობები ნოულ ვესტის გარეუბანში მიაყენეს. დანმაშავეები ადგილიდან მიიმალნენ. მოგვიანებით, პოლიციამ ორი პირი დააკავა. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. გრძელდება გამოძიება.
ასევე ნახეთ:
300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ვის შეუძლია ერთჯერადი დახმარების მიღება მერიისგან
VIDEO: მაცივარში შენახული "საფრთხე" - პროდუქტები, რომლის შენახვის წესების დარღვევა საგანგაშოა