დააკავეს მამაკაცი, რომელმაც თავისი ქალიშვილის 22 წლის „ბოიფრენდი“ გააუპატიურა

მამაკაცი

ახალგაზრდა მოსკოველმა მამაკაცმა პოლიციას განცხადებით მიმართა მას შემდეგ, რაც შეყვარებული გოგონას მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. პენსიონერმა ბიჭი გააუპატიურა, როდესაც ის ქალიშვილს ესტუმრა, იუწყება Ren-TV ინფორმირებული წყაროზე დაყრდნობით.

არხის თანამოსაუბრის თქმით, ინტიმური უსიამოვნებები 22 წლის მამაკაცს 15 იანვარს გადახდა თავს. ამ დღეს ის  21 წლის შეყვარებულთან მივიდა. თუმცა, შეყვარებულ წყვილს გოგონას 66 წლის მამამ ხელი შეუშალა, რომელმაც ახალგაზრდა მამაკაცის უკეთ გაცნობა „ერთი ჭიქა“ ალკოჰოლის თანხლებით გადაწყვიტა.
"მამაკაცმა გადაწყვიტა დალევა თავისი ქალიშვილის შეყვარებულთან ერთად. შედეგად, ქეიფი გაუპატიურებით დასრულდა. ახალგაზრდა მამაკაცი ამტკიცებს, რომ მისი შეყვარებულის მამა მასზე ძალადობდა", - პოლიციაში განცხადების შემდეგ, მოძალადე დააკავეს.

ასევე ნახეთ:

დედამ, გაქცეული შვილი მანქანაში სხვისი ძალდატანების გარეშე ჩასვა და იმ სახლში დააბრუნა, საიდანაც ის გამოიქცა - პროკურორი

VIDEO: ნიკა არაბიძე „რუსთავი 2-ზე“ დაბრუნდა - ცნობილია, რომელ გადაცემაში ვიხილავთ შოუმენს