პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სვერდლოვსკის ოლქში გამომძიებლებმა დაასრულეს გამოძიება ქალის მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ეჭვმიტანილმა ჯერ დაარტყა და შემდეგ მოკლა ბუხრის საჩხრეკით, კარტოფილის „არასათანადოდ“ მომზადების გამო. .
როგორც რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დანაშაული მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. მამაკაცმა სტუმრად მიიწვია უცნობი 45 წლის ქალი. წყვილმა გადაწყვიტა, ევახშმათ, სტუმარმა კი კარტოფილის მოხარშვა შესთავაზა. როდესაც ეჭვმიტანილმა დაინახა, რომ ქალმა კარტოფილი გათლამდე არ გარეცხა, უბრალოდ შუაზე გაჭრა და ტაფაში ჩაყარა, უსაყვედურა. ქალმა უხეშად უპასუხა, რამაც სახლის პატრონი აღაშფოთა და დაარტყა. მსხვერპლი ღია სარდაფში ჩავარდა და იქიდან აგრძელებდა მეგობრის ლანძღვას. შემდეგ მამაკაცმა ბუხრუს საჩხრეკი აიღო და სტუმარი სცემა.დილით მან ცხედარი თავის ბაღში დაკრძალა. როგორც მოგვიანებით ექსპერტიზამ დაადგინა, ქალი იმ მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალი, თუმცა უგონო მდგომარეობაში იყო. ის გარდაიცვალა ასფიქსიით, ნიადაგის ჩასუნთქვის შემდეგ. როგორც შსს-ში განმარტავენ, მამაკაცი პოლიციაში თავად მივიდა და მკვლელობა აღიარა. ის ადრე ნასამართლევი იყო თავდასხმისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის და გაათავისუფლეს მხოლოდ 2023 წელს.