დააკავეს ექიმი, რომელიც ქალ პაციენტებს საავადმყოფოს პალატებში ვიდეოებს მალულად უღებდა (უცხოეთი)

ექიმი

აშშ-ში, შტატ მიშიგანში, 42 წლის ექიმის მიმართ გამოძიება საავადმყოფოს პალატებში ფარულად დაყენებული კამერებით პაციენტების გადაღებისთვის დაიწყო.

ექიმი უმაირ ეჯაზი მეუღლის ჩვენების საფუძველზე დაიჭირეს.  ქალმა პოლიციას უამბო, რომ მამაკაცმა სახლში მალულად კამერები დააყენა და ყველა მათ ქმედებას იღებდა ვიდეოზე, მათ შორის, არა მხოლოდ მეუღლის, არამედ მათი ქალიშვილისა და ოჯახის სხვა წევრების.

სამოძიებო ჩხრეკის დროს ეჯაზის სახლში აღმოაჩინეს 6 კომპიუტერი, 4 მობილური ტელეფონი და 15 დისკი. ყველა მოწყობილობაზე ინახებოდა ვიდეოები არა მხოლოდ ოჯახის წევრებთან, არამედ მათზე ასახული იყო უცნობი გოგონები და ქალები. აღმოჩნდა, რომ გადაღებული ვიდეოების ნაწილი იმ  საავადმყოფოების პალატებშიც იყო გადაღებული, სადაც ექიმი მუშაობდა. ძიების პროცესში გაირკვა, რომ ექიმი ასევე შემჩნეული იყო პაციენტების მიმართ სექსუალურ შევიწროებაში.

ექიმის საქმე სასამართლომ განიხილა, ის ახლა სასჯელს ციხეში იხდის.