1734086254
Collins-ის ლექსიკონმა წლის სიტყვა დაასახელა
ინგლისური ენის ლექსიკონის Collins English Dictionary შემდგენლებმა 2024 წლის სიტყვად Brat დაასახელეს. ინფორმაცია ამის შესახებ ლექსიკონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ეს მომღერალ Charli XCX-ის ალბომის სახელწოდებაა, რომელიც ზაფხულში გამოვიდა და პოპ-კულტურის ფენომენი გახდა.
„ამ სიტყვამ გამოხმაურება პოვა ადამიანებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ფრაზა brat summer კი ესთეტიკისა და ცხოვრების წესის ამსახველი გახდა“, - აღნიშნულია ლექსიკონის ბლოგში.
თავდაპირველად Collins განმარტა, რომ Brat არის ვინმე, განსაკუთრებით ბავშვი, ვინც ცუდად იქცევა და ყველას აღიზიანებს. ახლა ლექსიკონმა მას კიდევ ერთი განმარტება დაუმატა: Brat - თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და ჰედონისტური განწყობა და საქციელი“.
წლის მთავარი სიტყვების შორტ-ლისტში ასევე მოხვდნენ:
era - ტეილორ სვიფტის ტური Eras Tour;
supermajority, „აბსოლუტური უმრავლესობა“ - სიტყვა ასახავს წელს მსოფლიოში არჩევნების დიდ რაოდენობას;
yapping - სიტუაცია, როდესაც ვიღაც „მეტისმეტად ბევრს საუბრობს“;
looksmaxxing - TikTok-ში პოპულარული ტერმინი, რომელსაც Collins-ი განმარტავს როგორც „საკუთარი გარეგნობის მიმზიდველობის მაქსიმიზაციის მცდელობას“;
delulu - ბოდვა, ჰალუცინაციებში ჩარჩენა;
rawdogging - თავდაპირველად ეს იყო სლენგი, რომელიც პრეზერვატივის გამოყენების გარეშე სექსს ნიშნავდა, თუმცა ახლა გამოიყენება სხვადასხვა მოქმედებების აღსანიშნავად, რომლებსაც თან არ ახლავს გართობა ან სხვისი მხრიდან დახმარება, მაგალითად, ფრენა ან მატარებლით მგზავრობა;
brainrot - უხარისხო ონლაინ-კონტენტის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული აზროვნების დაქვეითება.