მუსიკალური შოუ „American Idol“-ის დირექტორი და მისი მეუღლე სახლში გარდაცვლილები იპოვეს
1752615782
ჩრდილოეთ კორეამ ყვითელი ზღვის მიმართულებით რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. ცნობა სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებამ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთი კორეა, შეერთებულ შტატებთან ერთად, ფხენიანის სამხედრო აქტიურობას მუდმივად აკვირდება და რაკეტების გასროლის ფაქტი ამ მონიტორინგის შედეგად გახდა ცნობილი.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ რაკეტებმა მცირე მანძილი დაფარეს, ფრენის ტრაექტორიის მიხედვით, ისინი ბირთვული ქობინის მატარებელი ფრთოსანი რაკეტები იყო.