ჩრდილოეთ კორეა „ვაგნერისთვის“ იარაღის მიწოდებას უარყოფს

კორეა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის 340-ე დღეს რუსული ჯარები აგრძელებენ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების დაბომბვას. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალები და ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები აგრესიას ეწინააღმდეგებიან. გაეროს მონაცემებით, დაახლოებით 16 მილიონმა უკრაინელმა უკვე დატოვა სახლები.

ამასთან, ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, რუსეთისთვის იარაღი არ მიუწოდებია. ჩრდილოეთ კორეა, ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ იარაღი მიაწოდა.

26 იანვარს ვაშინგტონმა „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინაზურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მასთან დაკავშირებულ ადამიანებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა.