კვიპროსში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1762971651
აშშ-ში, ჩიკაგოს პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელიც ეჭვმიტანილია რკინიგზის სადგურზე ქალის დანით დაჭრაში. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, უცნობი ეჭვმიტანილი შაბათს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 23:14 საათზე, მიუახლოვდა ქალს, რომელიც გაჩერებაზე სკამზე იჯდა, ჩანთიდან დანა ამოიღო და გულ-მკერდის არეში დაარტყა.
მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როდესაც ხელში დანა ეჭირა.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი აფრო-ამერიკელია.
მედიის ცნობით, 27 წლის დაზარალებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, მას მსუბუქი ტრავმები ჰქონდა მიღებული.
ბრიტანული მედიის განმარტებით, ეს შემთხვევა უკრაინელი ლტოლვილი ქალის, ირინა ზარუცკაიას მკვლელობიდან რამდენიმე თვეში მოხდა და აღნიშნულ თავდასხმებს მსგავსი სცენარი აქვს.