1764853610
ჩერნობილის დამცავ გუმბათს დრონის თავდასხმის შედეგად რადიაციის შეკავება აღარ შეუძლია - IAEA
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თქმით, უკრაინაში, ჩერნობილის ბირთვული ავარიის ადგილზე აშენებული დამცავი გუმბათი, რუსული დრონების თავდასხმების შედეგად, ვეღარ ასრულებს რადიოაქტიური ნარჩენების შეკავების ფუნქციას.
სააგენტო აღნიშნავს, რომ თებერვალი რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, "სერიოზულად დაზიანდა" ჩერნობილის ახალი სარკოფაგი (NSC) და "დაკარგა უსაფრთხოების მთავარი ფუნქციები, მათ შორის, შეკავების უნარი".
ბირთვულმა სადამკვირვებლო უწყებამ რეკომენდაცია გაუწია ფოლადის კონსტრუქციის მასშტაბურ რეკონსტრუქციას.
„სახურავზე შეზღუდული, დროებითი აღდგენითი სამუშაოები უკვე ჩატარდა, მაგრამ დროული და სრულფასოვანი აღდგენა აუცილებელია შემდგომი დაზიანების თავიდან ასაცილებლად და გრძელვადიანი ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად". - თქვა IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ.
ამასთან, გროსიმ აღნიშნა, რომ სარკოფაგის საყრდენ კონსტრუქციებსა და მონიტორინგის სისტემებს მუდმივი დაზიანება არ მიუღიათ.











