ჩარლზ მესამემ დონალდ ტრამპი ბრიტანეთში მიიწვია

დონალდ ტრამპი

დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ დონალდ ტრამპი მეორე სახელმწიფო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში მიიწვია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მეფე ჩარლზ მესამის წერილი პირადად გადასცა.

„გარდა იმისა, რომ ეს წარმოადგენს შესაძლებლობას, განვიხილოთ ორმხრივი ინტერესის საკითხთა ფართო სპექტრი, ეს ასევე იქნება ძვირფასი შესაძლებლობა, დავგეგმოთ ისტორიული მეორე სახელმწიფო ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში. როგორც იცით, ეს უპრეცედენტოა აშშ-ის პრეზიდენტისთვის. ერთად მუშაობით, ვიცი, რომ კიდევ უფრო გავაძლიერებთ განსაკუთრებულ ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის, რითაც ორივე ასე ვამაყობთ. საუკეთესო სურვილებით, ჩარლზი” – აღნიშნულია წერილში.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის მეფეს და აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებს მიწვევას.