ეს ლოცვა პატრიარქმა დაწერა - „ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ“
1733291176
უნგრეთის დედაქალაქი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტისთვის ემზადება. ღონისძიება, რომელზეც ევროპის უსაფრთხოებასა და გამოწვევებზე იმსჯელებენ, დღეს იხსნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად უკვე ბუდაპეშტშია. მთავრობის მეთაურს სამიტის ფარგლებში ორი გამოსვლა აქვს დაგეგმილი. ამასთან ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა დისკუსიებში. მიგრაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება, დაკავშირებადობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და გლობალური ვაჭრობა - ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში, სხვადასხვა თემატური დისკუსია შედგება.