1752060874
ბრედ პიტი კვენტინ ტარანტინოს უკანასკნელ ფილმში ითამაშებს - მედია

კვენტინ ტარანტინოს ახალ და უკანასკნელ სარეჟისორო ნამუშევარში ბრედ პიტი ითამაშებს. ამის შესახებ უცხოური მედია ექსკლუზიურად წერს.
ჰოლივუდის ორი ვარსკვლავისთვის ეს უკვე მეოთხე ტანდემია, ტარანტინოს ფილმში (ერთხელ ჰოლივუდში) პიტმა ბოლოს 2019 წელს ითამაშა. ამ როლმა მსახიობს ოსკარიც მოუტანა.
როგორც ცნობილია, მოქმედება ტარანტინოს ახალ ფილმშიც ლოს-ანჯელესში განვითარდება, ამჯერად, უკვე 1970-იანებში. ნამუშევარს The Movie Critic ("კინოკრიტიკოსი") ერქმევა და მისი მთავარი გმირი გამოგონილი გამოცემის მიმომხილველი იქნება. ტარანტინოს თქმით, პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს, რომელიც პორნოგრაფიული ჟურნალისთვის წერდა მიმოხილვებს, მაგრამ ცნობილი არასდროს გამხდარა.
ჯერჯერობით უცნობია, ვის განასახიერებს ფილმში პიტი, რომელსაც ტარანტინომ ადრე „დიდი ეკრანის ერთ-ერთი უკანასკნელი კინოვარსკვლავი“ უწოდა.
ტარანტინომ სარეჟისორო კარიერის დასრულება ჯერ კიდევ 2009 წელს დააანონსა და თქვა, რომ 60 წლის ასაკის შემდეგ რომანების წერაზე გადაერთვებოდა. ახლა უკვე 60 წლის რეჟისორმა ისიც აღნიშნა, რომ მისი მე-10 ნამუშევარი, რომელიც სწორედ სწორედ კინოკრიტიკოსია, უკანასკნელი იქნება.
ასევე წაიკითხეთ:
როგორ ვისწავლოთ ეკონომია: 3 სასარგებლო ჩვევა, რომელიც კრიზისის დროს დაგეხმარებათ