ბოსნიაში მდებარე მდინარე დრინის ზედაპირი ნაგავმა დაფარა

მდინარე

ბალკანეთიდან  შემაშფოთებელი ფოტოები ვრცელდება: მდინარე დრინის ზედაპირის ნაწილი ნაგავმა დაფარა. დრინა, რომლის სიგრძეც დაახლოებით 350კმ-ია, ბოსნიის და ჰერცოგოვინისა და სერბეთის საზღვარზე მდებარეობს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

მდინარის ჩრდილოეთით მდებარე სანაპიროები თევზაობის ზონებითაა განთქმული. Associated Press-ის მიხედვით, ნარჩენები დრინაში ახლომდებარე ნაგავსაყრელებიდან მოხვდა.

ადგილობრივი გარემოსდაცვითი ჯგუფი Eko Centar Visegrad-ის წევრის, დეიან ფურტულას განცხადებით, მდინარის სრულად გაწმენდას სულ მცირე ექვსი თვე დასჭირდება.