ბორელმა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეულში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთში ჯარისკაცების გაგზავნის საკითხი განიხილეს

ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სეულში მოლაპარაკებები გამართა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან, ჩი ტე იულთან.

უცხოური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რუსეთში ჯარისკაცების გაგზავნა, რომელთა ნაწილი რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან განათავსა.

ბორელმა და ჩი ტე იულმა ევროკავშირსა და სამხრეთ კორეას შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გადაუდებელ საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება.

„ეს არ არის რიტორიკული და თეორიული მიდგომა, ეს ხდება იმიტომ, რომ ომი ევროპის საზღვრებთანაა და ეს ხდება იმიტომ, რომ ამ ომში ჩრდილოკორეელი სამხედროები აპირებენ მონაწილეობას. ეს ზრდის საჭირობას, რომ ვიმუშაოთ ერთად, საერთო ინტერესებისა და ღირებულებების საფუძველზე. ასევე იმის საჭიროებას, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რათა ვაჩვენოთ, რომ დემოკრატიები საუკეთესოს სთავაზობენ ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.