პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო სამსახური ბეტი უაიტის სახელობის მარკას გამოუშვებს. ყველასთვის საყვარელი მსახიობი ცნობილი გახდა ფილმებით: The Golden Girls, The Mary Tyler Moore Show, Boston Legal და სხვა. საფოსტო მარკის გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა 15 ნოემბერს კომპანია USPS-მა განაცხადა, რომ ბეტი უაიტი საფოსტო მარკაზე 2025 წელს გამოჩნდება. მსახიობი 2021 წლის დეკემბერში, 100 წლის იუბილემდე ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა.
„ამერიკული ტელევიზიის სახე, მსახიობი ბეტი უაიტი (1922-2021), შვიდი ათწლეულის განმავლობაში უზიარებდა მაყურებელს თავის იუმორსა და სითბოს. იგი იყო კომედიური ჟანრის მსახიობი, რომელმაც ახალგაზრდა თაობების გული 90 წლის ასაკშიც კი მოიგო. ბეტი უაითი ასევე ცნობილი იყო, როგორც თავდადებული ცხოველთა დამცველი", - განაცხადა საფოსტო სამსახურმა.
საფოსტო მარკა ცნობილი ფოტოგრაფის, კვაკუ ალსტონის მიერ გადაღებული მოღიმარი ბეტი უაიტის ფოტოს ინსპირაციით არის შექმნილი, რომელიც 2010 წელს არის გადაღებული.
ბოსტონელმა მხატვარმა დეილ სტეფანოსმა ალსტონის ფოტოდან ციფრული ილუსტრაცია შექმნა.
„მინდა ჩემს 18 წლის თავს ამ მარკით წერილი გავუგზავნო და ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – დაწერა მხატვარმა ფეისბუქზე.
ბეტი უაიტის საფოსტო მარკის გამოშვებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„ბეტი უაითი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ჩემი გმირი იყო! პატარაობისას თოჯინა მქონდა, რომელსაც ბეტი უაითი დავარქვი,“ – დაწერა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ტვიტერზე.
ბეტი უაითმა კეთილშობილი იმიჯის და თამამი იუმორის სინთეზით ყველას გული მოიგო. მისი სატელევიზიო კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო და განსაკუთრებულ წარმატებას ასაკის მატებასთან ერთად მიაღწია.
„ის იყო ერთადერთი SNL-ის წამყვანი, რომელსაც წვეულებაზე აუდიტორიამ ფეხზე წამომდგარმა გაუმართა ოვაციები. ღონისძიებაზე ბეტიმ არაყი და ჰოთდოგი შეუკვეთა და ბოლომდე დარჩა“, – დაწერა ტელეწამყვანმა სეთ მაიერსმა ტვიტერზე მისი გარდაცვალების შემდეგ.