ავსტრიამ 4 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ავსტრია

ავსტრიამ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შეუსაბამობის გამო, ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც უცხოური მედია წერს, ოთხი დიპლომატიდან ორი იმყოფება გაეროს მუდმივ წარმომადგენლობაში ვენაში - ისინი მოქმედებდნენ გაეროსა და ავსტრიის შეთანხმებასთან „შეუთავსებლად“.

დანარჩენი ორი რუსეთის საელჩოს თანამშრომელია, „რომელიც თავიანთ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებლად იქცეოდა".