აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავს ბილიკზე დაფრენის დროს ცეცხლი გაუჩნდა

აშშ

აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავს ბილიკზე დაფრენის დროს ცეცხლი გაუჩნდა . ინციდენტი ატლანტას საერთაშორისო აეროპორტში ბილიკზე დაფრენის დროს მოხდა. ინფორმაციას NBCNEWS ავრცელებს. 

სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლო, მომხდარის მიზეზად მუხრუჭების გადახურება სახელდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.