„მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა... არსებობს კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე“ - მედიუმის გაფრთხილება
1754942485
აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, ქალაქ პიტსბურგთან მდებარე ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა. დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი. არიან დაშავებულები.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე, პენსილვანიის შტატში, კლეირტონში, ქალაქ პიტსბურგის მახლობლად, U.S. Steel-ის ფოლადის ქარხანაში მოხდა.
ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია ერთი, დაშავებულია ათობით ადამიანი. ორი პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. როგორც მედია წერს, ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ჯგუფები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. როგორც მედია აღნიშნავს, სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე არიან ადამიანები.
„ეს საშინელი დღეა კლეირტონისთვის. ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის. ვლოცულობთ, რომ ეს არ იყოს ისეთი საშინელი, როგორც ჩანს“, – განაცხადა კლეირტონის მერმა, რიჩ ლატანცმა, რომელიც ინციდენტის ადგილზე იმყოფება.
ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ აღნიშნულ ტერიტორიას.