აშშ-მა უნდა უპასუხოს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდებას - დონალდ ტრამპი

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებულ შტატებმა უნდა უპასუხოს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდებას.

„ჩვენმა სამხედროებმა ახლახან შემატყობინეს, რომ გუშინ ღამით ირანელებმა ჰორმუზის სრუტეზე პატრულირებისას ჩვენი ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური Apache-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს“, – წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპის თქმით, ვერტმფრენში ორი პილოტი იმყოფებოდა, რომლებიც უსაფრთხოდ არიან.

„ასოშიეითედ პრესის“ ინფორმაციით, აღნიშნული ვერტმფრენი ამერიკული ძალების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა ირანული ნავთობის გადაზიდვებისა და ტანკერების ბლოკადის განხორციელებისას, რომელთა მიზანიც თეირანზე ზეწოლაა, რათა ქვეყანა შეთანხმებას დათანხმდეს.

მედიის ცნობით, ამავე ტიპის ვერტმფრენებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიც იყენებდნენ ირანული დრონების ჩამოსაგდებად.