აშშ-მა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს, რათა უკრაინელები არ დაეცნენ - ჯო ბაიდენი

baideni

შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს, რათა უკრაინელები არ დაეცნენ. ამ შინაარსის განცხადებით, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში, შეერთებული შტატების მერების კონფერენციაზე გამოვიდა.

მისივე თქმით, არაფერია შეერთებული შტატების შესაძლებლობების მიღმა.

პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 61.4 მილიარდი დოლარის დაფინანსებას ითხოვს. დაფინანსების პროცესს რესპუბლიკელები ბლოკავენ.