აშშ-მა მოძრაობა „ანსარ ალაჰი“, ცნობილი იემენელი ჰუსიტების სახელით, ტერორისტთა გლობალურ სიაში ხელახლა შეიყვანა

ჯეიკ სალივანი

აშშ-მა მოძრაობა „ანსარ ალაჰი“, ცნობილი იემენელი ჰუსიტების სახელით, ტერორისტთა გლობალურ სიაში ხელახლა შეიყვანა. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, იემენში მდებარე ჰუსიტებმა განახორციელეს უპრეცედენტო თავდასხმები აშშ-ის ძალებსა და საერთაშორისო საზღვაო გემებზე.

"ეს თავდასხმები შეესაბამება ტერორიზმის განმარტებას. მათ საფრთხე შეუქმნეს ამერიკელ [სამხედრო] პერსონალს, სამოქალაქო მეზღვაურებსა და ჩვენს პარტნიორებს, გლობალურ ვაჭრობასა და ნაოსნობის თავისუფლებას", - აღნიშნულია ჯეიკ სალივანის განცხადებაში.

ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა ჰუსიტები გლობალური ტერორისტული დაჯგუფებების (SDGT) და უცხოური ტერორისტული ორგანიზაცებიის (FTO) სიაში შეიყვანა. 2021 წელს, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ მალევე, ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, ჰუსიტები SDGT-ს სიიდან ამოიღეს.

12 იანვარს, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს დარტყმები პირდაპირი პასუხია ჰუსიტების უპრეცედენტო თავდასხმებზე წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ.