ჯარიმა 200 ლარი და მინუს 30 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს
1778880483
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და სირიაში ირანულ ობიექტებზე იერიშების გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CBSNews-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ავიაიერიშები რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ვაშინგტონმა აღნიშნული გეგმა მას შემდეგ დაამტკიცა, რაც რამდენიმე დღის წინ, იორდანიაში დრონებით თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება დაადანაშაულა. თუმცა, თეირანი დრონებით თავდასხმასთან რაიმე კავშირს, კატეგორიულად უარყოფს.