შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
შეერთებული შტატების სენატმა ისრაელისა და უკრაინისთვის 95.3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე არსებულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. კონგრესის ზედა პალატამ მიიღო პროცედურული გადაწყვეტილება უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის შემდგომი განხილვის შესახებ. კანონპროექტს 60-მა სენატორმა მას შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც რესპუბლიკელებმა უფრო ფართო კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებს მოიცავდა.
კანონპროექტით გათვალისწინებული თანხიდან 61 მილიარდი დოლარი უკრაინის მხარდაჭერისთვის, 14 მილიარდი კი, ჰამასის წინააღმდეგ ომში, ისრაელისთვისაა გათვალისწინებული. პროცედურული კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტი სენატის, სულ მცირე, 60-მა წევრმა არსებითადაც უნდა დაამტკიცოს. კენჭისყრა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება.