„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
აშშ-ის სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ 29 ოქტომბერს აშშ-ის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს რუსული სამხედრო სადაზვერვო ხომალდი აღმოაჩინეს.
„ფოქს ნიუსი“ აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ვიშნიას“ კლასის სადაზვერვო ხომალდი „კარელია“ ოაჰუდან სამხრეთით დაახლოებით 15 საზღვაო მილის დაშორებით იმყოფებოდა.
აშშ-ის სანაპირო ძალის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანაპირო დაცვის თანამშრომლები მუდმივად აკონტროლებენ ქვეყნის საზღვრებთან ასებულ აქტივობებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
„აშშ-ის სანაპირო დაცვა რეგულარულად აკონტროლებს საზღვაო აქტივობას ჰავაის კუნძულების გარშემო და მთელ წყნარ ოკეანეში, რათა უზრუნველყოს აშშ-ის წყლების უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.