დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას
1765391971
არგენტინის "ფეხბურთის ხულიგნების" ბანდის ლიდერი, რომელიც დაპირისპირებულ ბანდებთან გარჩევების გარდა, საკუთარი, სამოყვარულო ფეხბურთის გუნდის თამაშებითაც იყო ცნობილი, კუთვნილი კლუბის სტადიონთან ჩაცხრილეს.
ანდრეს ბრაკამონტე, მეტსახელად ფილინი, 20 წელზე მეტია ფანების ბანდას "როსარიო სენთრალს" ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა ძალადობრივ კონფლიქტებში მოწინააღმდეგე ბანდებთან.
ფილინი და მისი თანაშემწე დანიელ რანა ათარდო, სტადიონიდან ოთხ კვარტალში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი მოტოციკლისტმა ჩაცხრილა.
"როსარიო სენთრალის" გუნდმა ცოტა ხნის წინ ლიგის მატჩი ჩაატარა, თუმცა ბრაკამონტე მატჩზე არ იმყოფებოდა - მას შეზღუდული ჰქონდა მატჩებზე დასწრება წარსულში მომხდარი ინციდენტების გამო, ხელისუფლება კი მას ფულის გათეთრებასა და გამოძალვაში ადანაშაულებდა.
დაჭრილები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.