„4 600 ლარი ღირდა“ - როგორ გამოიყურება თამო ვაშალომიძის ახალი ნაძვის ხე
1764691598
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეკობრეობად აფასებს რუსულ ტანკერებსა და ხომალდებზე უკრაინულ თავდასხმებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მედიას განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინული ძალები ადრეც ცდილობდნენ, თავდასხმები განეხორციელებინათ რუსულ პორტებზე, რასაც რუსეთი პასუხობდა ასეთივე თავდასხმებით და ეს პირველ რიგში გულისხმობდა იერიშის მიტანას იმ ხომალდებზე, რომლითაც უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალები შეჰქონდათ.
„თუმცა, ახლა უკვე, რუსეთი არ გამორიცხავს, რომ საპასუხოდ გააფართოებს თავდასხმების მასშტაბს იმ უკრაინულ საპორტო აღჭურვილობასა და ხომალდებზე, რომლებიც უკრაინულ პორტებში შედიან. ეს თუ გაგრძელდება, ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას, თუმცა, არ ვამბობ, რომ აუცილებლად გავაკეთებთ, მხოლოდ განვიხილავთ საპასუხო ზომებს იმ ქვეყნების ხომალდებთან მიმართებაში, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას ამ ოპერაციების განხორციელებაში. ყველაზე რადიკალური ფორმა კი, უკრაინისთვის ზღვასთან წვდომის აღკვეთაა. ვეღარ შეძლებენ მეკობრეობას პრინციპში. ვიმედოვნებ, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერები და ისინი, ვინც მათ ზურგს უკან არიან, დაფიქრდებიან, ღირს თუ არა ასეთი პრაქტიკის გაგრძელება“, – განაცხადა პუტინმა.