უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც
1786515071
არ შეიძლება, რომ ევროპა აშშ-ს საკუთარი თავის დაცვაში დაეყრდნოს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის შემდეგ, ორბანმა განაცხადა, რომ დღის განმავლობაში იყო განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ჰქონდათ საერთო საფუძველი, მათ შორის, აშშ-ის არჩევნებში ტრამპის გამარჯვებაზე რეაგირების აუცილებლობა და ევროპაში მშვიდობის სურვილი.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დიდი ცვლილებები გველოდება და ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. შევთანხმდით, რომ ევროპაში, რაც შეიძლება მალე უნდა იყოს მშვიდობა, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენ ვერ დაველოდებით ამერიკელებს, რომ დაგვიცავენ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
ამასთან, ორბანმა აშშ-უნგრეთისა და ტრამპთან პირადი ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
„რაც შეეხება აშშ-უნგრეთის ურთიერთობებს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ არასწორად წარიმართა და ამის გამოსწორება იქნება ჩვენი თანამშრომლობის პირველი საკითხი ახალ ადმინისტრაციასთან. ჩემი სიტყვა მინდა, დავასრულო ჩემი პირადი ურთიერთობით არჩეულ პრეზიდენტთან ამ პასუხით, ის ახლა პრეზიდენტია. უნდოდათ მისი ციხეში ჩასმა, სურდათ მისი აქტივების ჩამორთმევა, სურდათ მისი მოკვლა და შემდეგ ის გახდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ვამაყობ, რომ შემიძლია, ვიბრძოლო მათთან ერთად, ვინც ცდილობს ხალხის ნების დამტკიცებას. ამას ჰქვია დემოკრატია“,- განაცხადა ორბანმა.