AP: ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის კონტრაქტების 90%-ს აუქმებს

USAID

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტების 90%-ს აუქმებს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

საუბარია 60 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტებზე, რომლებიც უცხოეთის ქვეყნების დასახმარებლად იყო განკუთვნილი.

სააგენტოს ცნობით, სახსრების შემცირების შემდეგ USAID-ი მხოლოდ პროექტების მცირე ნაწილის გადარჩენას შეძლებს.