პილოტი, რომელიც უცხოპლანეტელებმა „გაიტაცეს“ - ფრედერიკ ვალენტიჩის ბოლო სიტყვები
1784587290
ამერიკელმა სენატორებმა გამოაქვეყნეს ორპარტიული შეთანხმება, რომელიც შეერთებული შტატების და მექსიკის საზღვარზე უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას და უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარების პაკეტის გამოყოფას ემსახურება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მრავალთვიანი დავის შემდეგ, სენატი 118 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის შეთავაზებით გამოვიდა, საიდანაც 60 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად, 14 მილიარდი ისრაელისთვის, 20 მილიარდი დოლარი კი სასაზღვრო უსაფრთხოებისთვისაა გამოყოფილი.
სენატი, სადაც დემოკრატებს უმრავლესობა აქვთ, პაკეტს კენჭს მიმდინარე კვირაში უყრის, თუმცა წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტს შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს.