პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რესპუბლიკელი“ კანონმდებელი ნენსი მეისი გამოვიდა ინიციატივით, ტრანსგენდერ კოლეგას ქალების საპირფარეშოში შესვლა აეკრძალოს, - წერს BBC.
მეისმა კანონპროექტი, რომელიც ტრანსგენდერებს კაპიტოლიუმის ქალების საპირფარეშოში შესვლას უკრძალავს, მას შემდეგ მოამზადა, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რამდენიმე კვირის წინ პირველად აირჩეს ტრანსგენდერი კანონმდებელი სარა მაკბრაიდი.
„მე არ მივცემ ბიოლოგიურ მამაკაცებს იმის უფლებას, რომ შეიჭრან ქალების პირად სივრცეში“, - განაცხადა მეისმა.
სარა მაკბრაიდი გამოეხმაურა მეისის ინიციატივას და განაცხადა, რომ ყოველდღე ამერიკელები დადიან სამსახურში განსხვავებული ცხოვრებისეული სტილის მქონე ადამიანებთან ერთად, პატივს სცემენ მათ. მან გამოთქვა იმედი, რომ კონგრესიც ასე მოიქცევა.
წარმომადგენელთა პალატის მოქმედმა სპიკერმა ჯეიმს მაიკლ ჯონსონმა განაცხადა, რომ გათვალისწინებული იქნება ყველა ადამიანის მოთხოვნები და ყველას ღირსეულად მოეპყრობიან.