Amazon-მა რამდენიმე საქონლის გაყიდვა აკრძალა - ნახეთ ჩამონათვალი და მიზეზი

ამაზონი

კომპანია Amazon-ზე განთავსებულ მრავალფეროვან საქონელს მთელ მსოფლიოში მილიონობით მყიდველი ჰყავს. მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის, ასევე, საკუთარი მორალური პრინციპების გათვალისწინებით, საიტის ადმინისტრაციამ ქვემოთ ჩამოთვლილი საქონელი თავისი კატალოგიდან სამუდამოდ ამოიღო. 

 
მაისური „მე მიყვარს ჰიტლერი“

მაისურზე ბევრნაირი წარწერის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ისინი საკმაოდ პროვოკაციულებია. აჟიოტაჟი გამოიწვია საგნებმა წარწერით „მე მიყვარს ჰიტლერი“. 2008 წელს Amazon-მა ისინი გასაყიდი ნივთებიდან ამოიღო. მიზეზი ებრაელთა მსოფლიო კონგრესის განცხადება გახდა.

საყელური შიდა ეკლებით

ამერიკულ საიტზე შიდა ეკლების მქონე ძაღლის საყელურის შეძენა შეიძლება. ბრიტანეთში ეს საქონელი აკრძალულია. ცხოველთა დამცველები მოითხოვენ, რომ ასეთი საყელურები სხვა ქვეყნებშიც აიკრძალოს.

ვიდეოთამაშები ძალადობის სცენებით

2006 წელს იაპონიაში გამოვიდა თამაში RapeLay, რომელშიც სექსუალური ძალადობის სცენები იყო. მცირე ხნის განმავლობაში ის Amazon-ზეც იყიდებოდა, მაგრამ საფუძვლიანი კრიტიკისა და რამდენიმე საჩივრის შემდეგ ეს საქონელი კატალოგიდან ამოიღეს.

პისტოლეტის მსგავსი შალითები

iPhone-ებისთვის პისტოლეტის ფორმის მქონე შალითები შექმნეს, რომლებიც ძლიერ რეალისტური აღმოჩნდა. ისინი თითქმის შექმნისთანავე აიკრძალა. ფედერალური კანონით იკრძალება ნივთების დამზადება, რომლებიც ზედმეტად რეალისტურად ახდენს იარაღის იმიტირებას.

კონსტრუქტორი NeoCube

2012 წელს საქონლის უსაფრთხოების კომისიამ სასამართლოში ამ სათამაშოს დამამზადებელ კომპანიას უჩივლა. შედეგად აღიარეს, რომ ნაკეთობა უსაფრთხოების ნორმებს არ აკმაყოფილებდა. საქმე ისაა, რომ გადაყლაპული მაგნიტის პატარა ბურთულები კუჭ-ნაწლავის ბლოკირებას ახდენდა და მათი ამოღება მხოლოდ ოპერაციული ჩარევის შედეგად ხერხდებოდა. შედეგად Amazon-მა ეს საქონელი გაყიდვიდან ამოიღო.

დელფინების, ვეშაპებისა და ზვიგენების ხორცი

Amazon-მა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველების ხორცი მრავალრიცხოვანი მოთხოვნის შემდეგ გაყიდვიდან ამოიღო. ასევე, შეიზღუდა ამგვარი ცხოველების ბეწვეულით ვაჭრობა, თუმცა მათი კბილები და ეშვები Amazon-ზე დღემდე იყიდება.

წყარო: