ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხვისას დაშავდა

ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკო შეშის ჩეხვისას დაშავდა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 იანვარს ბელარუსის ლიდერი მანქანათმშენებელ ქარხანა Belgee-ს ესტუმრა. ვიზიტისას ლუკაშენკო შესამჩნევად კოჭლობს და ამბავს ასე იხსენებს:

„შეშას ვჩეხავდი, 80-კილოგრამიანი მორი დამეცა ტერფზე. ვიარე, ვიარე – თითქოს არაფერი. და მერე"... – ამბობს ლუკაშენკო.

ტრავმის გამო ქვეყნის პირველმა პირმა ვერ მიიღო მონაწილეობა მოგილევის ოლქში დაგეგმილ ჰოკეის ამხანაგურ მატჩში.
 
 

ასევე ნახეთ:

როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის ბინა თბილისის ცენტრში - ფოტოები

22 იანვარს პირველად... რატომაა ეს დღე განსაკუთრებული და ვისთვის იქნება გადამწყვეტი ცვლილებები