ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნებას გეგმავს? - მედია

ალა პუგაჩოვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დივა და მისი ოჯახი ისრაელში  გაემგზავრნენ, სადაც ის მუდმივად აკრიტიკებდა კრემლის რეჟიმს. ამიტომ, ძნელი დასაჯერებელია, მისი რუსეთში დაბრუნება.

ამის მიუხედავად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომღერალი ალა პუგაჩოვა აპირებს სახლში დაბრუნებას საახალწლო არდადეგებზე.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ალა ბორისოვნა მოსკოვში ჩამოვა საახალწლო არდადეგებზე. არ ვიცი, რამდენი დღით, მაგრამ ჩამოვა", - ამბობს მსახიობი და პუგაჩოვას ორეულად ცნობილი დანიილ კალატურა.

ამასთან, კალატურამ დააზუსტა, რომ პუგაჩოვას უყვარს რუსეთი და პრიმადონა თავის პოსტებში აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას და არა თავად ქვეყანას.

ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ახლა ისრაელში ცხოვრობენ შვილებთან ლიზასთან და ჰარისთან ერთად. პუგაჩოვამ ამ ქვეყნის პასპორტიც მიიღო.

ალამ რუსეთის ფედერაციიდან წასვლის შემდეგ დატოვა „მესიჯი„ სოციალურ ქსელში  შემდეგი შინაარსით: „ღმერთო ჩემო! რა ბედნიერებაა, რომ იმ ადამიანებს ვძულვარ, რომლებსაც ვერასდროს ვიტანდი. მათ რომ  მოვწონდე, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად მიცხოვრია და მიმღერია. მიზეზი ცხადია. დაე, კბილები აღრჭიალონ. იყვნენ ყმები და გახდნენ მონები“, - წერდა ალა პუგაჩოვა.