საქართველოს საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1781031521
ახალი იმედი პროსტატის კიბოს მკურნალობაში - ახალი მეთოდის გამოცდის შემდეგ პროსტატის კიბოს მაღალი რისკის მქონე მამაკაცებში, დაავადების დაბრუნების რისკი 29%-ით შემცირდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს
კვლევის მანძილზე სპეციალისტებმა პრეპარატი, აპალუტამიდი სტადარტულ ჰორმონალურ თერაპიასთან ერთად გამოიყენეს. როგორც აღმოჩნდა, ამ კომბინირებულმა მკურნალობამ კიბოს პროგრესირება და მისი გავრცელების ალბათობა შეამცირა.
პროსტატის კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მკურნალობა პროსტატის ამოკვეთის ოპერაციაა. თუმცა, შემთხვევათა თითქმის ნახევარზე კიბო გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ბრუნდება.
კვლევაში მონაწილეობას 18 ქვეყნის 21 ათასზე მეტი მამაკაცი იღებდა, რომელთა საშუალო ასაკიც 66 წელი იყო. თითოეული მათგანი ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ 6 თვის მანძილზე ანდროგენდეპრივაციულ თერაპიას იღებდა.
კვლევა 5 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. მეცნიერების თქმით, აპალუტამიდის მიმღებ პაციენტებში პროსტატის კიბოს დაბრუნების რისკი 29%-ით შემცირდა.
ახალი მიდგომა დაახლოებით 20%-ით ამცირებს კიბოს სხვა ორგანოებში გავრცელების რისკსაც.
მეცნიერები ამჯერად ცდილობენ გაიგონ, თუ რამდენ ხანს ნარჩუნდება მკურნალობის დადებითი ეფექტი.