90 წლის ასაკში იტალიური კინოს ვარსკვლავი სანდრა მილო გარდაიცვალა

მსახიობი

90 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი და მომღერალი სანდრა მილო გარდაიცვალა.

მილომ სამსახიობო კარიერა 1950-იან წლებში დაიწყო. პირველი წარმატება 1959 წელს, რობერტო როსელინის ფილმ Il generale Della Rovere შესრულებულმა როლმა მოუტანა. 1963 წელს შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი ფედერიკო ფელინის 8 1/2-ში. მოგვიანებით კიდევ ერთხელ ითამაშა მაესტროსთან სურათში ჯულიეტა და სულები. 2021 წელს უკანასკნელი კინოროლი შეასრულა ფილმში Il materiale emotivo.

1984 წელს მილომ გამოუშვა პირველი სიმღერა Come si fa/Il mondo è tutto una canzone. ცხოვრების ბოლომდე მან კიდევ რამდენიმე სინგლი გამოსცა.

თამაშობდა იტალიურ სერიალებში, ასევე იყო რამდენიმე სატელევიზიო შოუს წამყვანი.

ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მას 17-წლიანი რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა ფედერიკო ფელინისთან.

ასევე დაგაინტერესებთ:

ხანძარი აფრიკის დასახლებაში - რა ხდება ადგილზე

ძებნილი სომეხი მილიარდერი, კარენ ვანეციანი დააკავეს

VIDEO: „შენ აწყობილ ცხოვრებას გაუმარჯოს, ჩემო ბელა“ - ლაშა რამიშვილისა და ბელა ნოზაძის სიყვარულის 20 წელი