76 წლის სტუდენტმა დოქტორის ხარისხი სწავლის დაწყებიდან 52 წლის შემდეგ აიღო

სტუდენტი

76 წლის სტუდენტმა დოქტორის ხარისხი სწავლის დაწყებიდან 52 წლის შემდეგ აიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნიკ აქსტენმა აშშ-ში მდებარე პიტსბურგის უნივერსიტეტში სწავლა 1970 წელს, მათემატიკური სოციოლოგიის მიმართულებით დაიწყო. ხუთი წლის შემდეგ იგი მშობლიურ დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა და სტუდენტის სტატუსი შეიჩერა. მოგვიანებით, 2016 წელს, მან სწავლა ბრისტოლის უნივერსიტეტში გააგრძელა.

ის 2 შვილის მამა და 4 შვილი ბაბუაა. უნივერსიტეტის დამამთავრებელ ღონისძიებაზე მას ცოლი და 11 წლის შვილიშვილი ახლდა.

✕