67 გარდაცვლილი და 300 დაშავებული - პაკისტანში ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან

წყალდიდობა პაკისტანში

67 გარდაცვლილი და 300 დაშავებული - პაკისტანში ძლიერ წყალდიდობას ებრძვიან. შემთხვევა პენჯაბის პროვინციაში მოხდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ქალაქის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია ამ დრომდე შეფერხებით მიეწოდება.

სტიქიის ზონის მიმდებარე რაიონებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით, დატბორილი სახლების გაწმენდა და შეკეთება დაიწყო. ადგილობრივების განცხადებით, მათ ჯერ ხელისუფლების მხრიდან არანაირი დახმარება არ მიუღიათ.

წყლის დონე ზოგიერთ რაიონში 9 ფუტს აჭარბებდა, რამაც ევაკუაციის აუცილებლობა შექმნა. წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზარალა ადგილობრივი ბიზნესიც.

ბოლო პერიოდში, ძლიერი წვიმის გამო, სტიქიას ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე, 159 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უხვმა ნალექმა, წყალდიდობები და ინფრასტრუქტურის ნგრევა გამოიწვია . უმეტეს შემთხვევაში, ტრაგედიების მიზეზი, სუსტი კონსტრუქციის სახლებში სახურავების ჩამონგრევა გახდა.

ამ დროისთვის, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალისტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ. სტიქიის ერთ-ერთ მიზეზად კი, უხვ ნალექთან ერთად, არაეფექტური სანიაღვრე ინფრასტრუქტურასაც ასახელებენ.